მშობლებმა შვილს უკანასკნელი დაბადების დღე მოუწყვეს – ამბავი, რომელსაც უცრემლოდ ვერ წაიკითხავთ

რაიანისა და ჰაიდის ოჯახში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. მათი ქალიშვილი ლილა 5 წლისაა, მაგრამ უკვე 3 წელია სიმსივნეს ებრძვის. ცოტა ხნის წინ დაბადების დღე ჰქონდა, ექიმების თქმით – უკანასკნელი დაბადების დღე, და მშობლებმა ეს დღე ნამდვილ ზეიმად უქციეს.
ექიმები ამბობენ, რომ გოგონას სუსტი ორგანიზმი ვეღარ გაუძლებს ქიმიოთერაპიას, სიმსივნე ვერ დაამარცხეს და რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩა.

შვილის ბოლო დაბადების დღე რომ დაუვიწყარი ყოფილიყო, მშობლებმა სპეციალური საზოგადოება შექმნეს სოციალურ ქსელში და თავიანთი ამბავი ამცნეს ხალხს. ადგილობრივი ბიზნესმენები და უბრალო ადამიანები მაშინვე ჩაერთნენ საქმეში და 31 ივლისს გრანდიოზული წვეულება მოეწყო.

რაკი გოგონა ვერ დაესწრება თავის გამოსაშვებ ბანკეტს და ქორწილს, ამ ზეიმმა ყველაფერი მოიცვა.

მამამ გოგონასთან ერთად საქორწილო ცეკვაც შეასრულა, რათა მას ის ეგრძნო, რაც არასდროს მოხდება მის ცხოვრებაში.

“ჩვენ ვერ შევძლებდით მისი ჯანმრთელობისთვის ამდენ ხანს ბრძოლას და ამ ზეიმის მოწყობას უამრავი ადამიანის დახმარების გარეშე. ყველას დიდი მადლობა. ეს ყველაფერი პატარა გოგონას ღიმილის გამო გაკეთდა”.

და მან გაიღიმა…

lila33

lila-1

lila2 (1) lila3

წყარო: http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები