მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბავშვის სახელი

„სოფია“ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სახელი ხდება. ამის შესახებ გამოცემა “ინდეფენდენტი” იუწყება. ექსპერტების კვლევების მიხედვით, ეს სახელი ყველაზე მეტად პოპულარულია ცხრა ქვეყანაში, მათ შორის მექსიკაში, იტალიასა და რუსეთში.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქ სახელი სოფია მესამე ადგილზე, ხოლო მსოფლიოს კიდევ 20 ქვეყანაში სახელი „სოფია“ მეორე ადგილს იკავებს.
ამ კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ეს სახელი სხვადასხვა ეროვნების და რელიგიის წარმომადგენლებისთვის მისაღებია, ამიტომაც ის განსხვავებულ ქვეყნებშია პოპულარული. ამასთანავე, ეს პოპულარობა დროის კონკრეტულ მონაკვეთში იქნება აქტუალური, ვინაიდან დღევანდელი მშობლების შვილებს მომავალში ის შესაძლოა, ძალზე ბანალურად და მოსაწყენად მოეჩვენოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები