მსოფლიოში უხუცესმა მაიმუნმა 58-ე დაბადების დღე აღნიშნა (ვიდეო)




58 წლის კოლო მსოფლიოში უხუცესი გორილაა და პირველი მაიმუნია, რომელიც ზოოპარკში გაჩნდა. შტატ ოჰაიოში ზოოპარკ კოლუმბუსის თანამშრომლებმა გორილას დაბადების დღე მასშტაბურად აღნიშნეს. სანამ ზეიმი გაიმართებოდა, მათ გორილას ტვიტერში გვერდი შეუქმნეს. ქსელში ზოოპარკის თანამშრომლები კოლოს „ბავშვობის“ სურათებს და მაიმუნზე ინფორმაციას აქვეყნებდნენ. დაბადების დღეს, 22 დეკემბერს კი ზოოპარკის ოფიციალურ ვებგვერდზე ონლაინტრანსლაცია მიმდინარეობდა. მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან ადამიანები ინტერნეტში მოლოცვებს წერდნენ და აკვირდებოდნენ, თუ როგორ ხსნის იუბილარი საჩუქრებს და აგემოვნებს საკვებს. ზოოპარკის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოლოცვები მოდიოდა მთელი მსოფლიოდან, ანტარქტიდის გარდა.

„მან იცის, რომ მთელი დღე მას ეძღვნება“, – ამბობს ზოოპარკის კურატორის თანაშემწე ოდრა მეინელტი. გორილას ტორტი და ტკბილეულით სავსე ყუთები აჩუქეს.

გორილა კოლო 1956 წელს დაიბადა. თავიდან ის ინკუბატორში იწვა. დაბადებიდან მოყოლებული მას ბევრი ფოტო და ვიდეო შემორჩა. როდესაც კოლო 6 წლის იყო, ტუბერკულიოზით დაავადდა. ექიმებს ეგონათ, რომ ის დაიღუპებოდა, თუმცა მაიმუნი გადარჩა. ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, კოლომ დიდხანს იცოცხლა – მისი სახეობის დედალი მაიმუნები დაახლოებით 37 წელს ცოცხლობენ. ამასთან, გორილა მშვენივრად გამოიყურება და თავს ზოგიერთ ახალგაზრდა მაიმუნზე კარგად გრძნობს. კოლოს 3 შვილი, 16 შვილიშვილი, 10 შვილთაშვილი და 3 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

10866976_890429170997322_1296432773_n

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=Cz4jFu1HVJ0[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები