მსოფლიოს 15 საინტერესო მორაგბეს შორის 4 ქართველია

მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასასრულს, ერთ-ერთმა უელსურმა გამოცემამ WALESONLINE, მსოფლიო თასზე მოასპარეზე 15 საინტერესო მორაგბე გამოარჩია, რომლებიც მათი აზრით უელსური კლუბების სელექტორთა სამიზნე უნდა გახდნენ.

15-ეულიში 4 ბორჯღალოსანია – მესამე ადგილზე ბორჯღალოსანთა მეორეხაზელი გიორგი ნემსაძეა, რომელმაც მსოფლიო თასზე უკვე მეორედ იასპარეზა.  მეხუთეზე ბექა წიკლაურია, რომელმაც მსოფლიო თასზე სადებიუტო შანსი ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში გამოიყენა და ისტორიული ლელოთი მსოფლიოს თავი გააცნო. მეცხრე ადგილზე ჩვენი შუამარბი დავით კაჭარავა წარადგინეს, რომელიც მიმდინარე მსოფლიო თასის ოთხივე მატჩის სასტარტო შემადგენლობაში იყო. მეთერთმეტე ადგილს კი 29 წლის 10 ნომერი ლაშა მალაღურაძე იკავებს.

გიორგი ნემსაძე –  30 წლის გიგანტ მეორეხაზელს, რომელიც ხშირად მესამე ხაზშიც თამაშობს, ავტორი მას ქართული რაგბის “პიტერ პენად” ასახელებს.  ტონგას წინააღმდეგ ჯგუფის პირველ მატჩში 23 ბოჭვით ნემსაძემ კუნძულელებს კარგად დაამახსოვრა თავი.  2007  წლიდან საფრანგეთში აგრძელებს სარაგბო კარიერას, მაგრამ ტოპ 14-ში არასდროს უასპარეზია. 2012 წლიდან პრო დე 2-ის კლუბ ტარბსში თამაშობს, სადაც გასული სამი სეზონის განმავლობაში 53 კეპი აქვს მოხვეჭილი.

?????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????

ბექა წიკლაური –  26 წლის ფულბეკი რაგბის თამაშში მშობლიურ კლუბ ‘ლოკომოტივში’ გაიწვრთნა. წიკლაურმა მიმდინარე მსოფლიო თასზე თავისი სადებიუტო შანსი კარგად გამოიყენა და “ოლ ბლექსის” წინააღმდეგ ბორჯღალოსნების ისტორიული ლელოს ავტორი გახდა. სანამ ბექა ლოკომოტივს დაუბრუნდებოდა, პოლონეთის ერთ-ერთ სარაგბო კლუბშიც ასპარეზობდა. დღეის მდგომარეობით ნაკრებში მოხვეჭილი მისი 21 კეპი ბორჯღალოსნების უკანა ხაზის ყველა პოზიციას ითვლის.

3

დავით კაჭარავა – ახალზელანდიელი სმიტები სწორედ ის ორი მოწინააღმდეგე იყო, რომლებიც ბორჯღალოსნებთან მატჩის შემდეგ, კაჭარავას ბოჭვებით მიყენებული ზიანით „ფრთებმოტეხილნი“ გამოვიდნენ მოედნიდან. ბორჯღალოსანთა შუამარბმა ‘ოლ ბლექსს’  მიყენებული ტრავმებით საკმაოდ ‘ცუდად’ დაამახსოვრა თავი.

2006 წლიდან მოყოლებული კაჭარავას სანაკრებო მონაგარი 87 კეპს შეადგენს, რასაც უფრო ადრე ფრანგული კლუბებში ასპარეზობაც ემატება. ამჯერად კი რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ კლუბ კრასნოიარსკის ენისეში თამაშობს.

4

ლაშა მალაღურაძე – მალაღურაძე ბორჯღალოსანთა უკანა ხაზის მთავარი საყრდენია, რომელმაც 10 ნომრის პოზიციაზე თამაში ძირითადად საფრანგეთში, ბეზიეში შეისწავლა, სადაც 3 სეზონი გაატარა და მოგვიანებით რონში გადავიდა. ამჟამად ბანიერში თამაშობს. საკუთარი ქვეყნის სახელით 61-ჯერ გამოსულა სტადიონზე, როგორც შუამარბის ისე, მგეზავის პოზიციაზე. მსოფლიო თასზე წელს მეორედ იასპარეზა და ტურნირის ისტორიაში დადებული ლელოების არც-ერთი გარდასახვა არ აუცდენია.

5

კომენტარები

სხვა სიახლეები