მსახიობი შონ რობინსონი გარდაცვლილი იპოვეს

ფილმ „ტრანსფორმერების“ მსახიობი და ფილმებში სახიფათო ტრიუკების ცნობილი შემსრულებელი, შონ რობინსონი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.

შონ რობინსონი ბოლოს Lionsgate-ის ფილმზე Deepwater Horizon მუშაობდა, როგორც ფილმის შემქმნელები ამბობენ, გარკვეული დროის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ მასთან დაკავშირებას, ბოლოს კი, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი ნახეს.

გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, პირველადი ვარაუდით, მიზეზი, შესაძლოა, მოწამვლა გამხდარიყო. გამოძიება ამ ეტაპზე ექსპერტიზის შედეგებს ელოდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები