მსახიობი მეგან ფოქსი და მისი მეუღლე ავარიაში მოყვნენ

მსახიობი მეგან ფოქსი და მისი მეუღლე ბრაიან ოსტინ გრინი სიკვდილს გადაურჩნენ, მათს Range Rover-ს მთვრალი მძღოლი Mini Cooper-ით შეეჯახა.
ინციდენტი ღამე მოხდა, მაშინ როდესაც წყვილი ლოს-ანჯელესში მიემგზავრებოდა. 35 წლის იგნასიო დემარიო Mini Cooper-ს საჭეს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ატარებდა, მან საპირისპირო ზოლი გადაკვეთა და მსახიობის მანქანას შეეჯახა.
დამნაშავე ადგილზევე დააკავეს, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, სამართალდამცავების თქმით ვარსკვლავების ოჯახი სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა.

კომენტარები

სხვა სიახლეები