მოსკოვში ტაქსის მძღოლმა მანქანაში ჩაძინებული მგზავრი გააუპატიურა

 

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ტაქსის მძღოლი დააკავეს, რომელიც მანქანაში ჩაძინებული 47 წლის ქალის გაუპატიურებაშია ბრალდებული. მომხდარის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ინციდენტი 22 სექტემბერს, დილით ადრე, მოხდა. 30 წლის ტაქსის მძღოლმა “აქამდე უცნობ, მანქანაში ჩაძინებულ, ქალთან ძალადობრივი სექსუალური აქტი განახორციელა”. რის შემდეგაც, მძღოლმა მგზავრი მანქანიდან გადმოაგდო და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები