მონიკა ბელუჩი სერიალ „ტვინ პიქსის“ ახალ სეზონში ითამაშებს

ამერიკელმა რეჟისორმა დევიდ ლინჩმა დაამტკიცა მსახიობები, რომლებიც სერიალ „ტვინ პიქსის“ მესამე სეზონში ითამაშებენ. სიაში, საერთო ჯამში, 127 მსახიობია, მათ შორის რამდენიმე მსოფლიო ვარსკვლავი აღმოჩნდა: მონიკა ბელუჩი, ნაომი უოტსი, ჯენიფერ ჯეისონ ლი, ეშლი ჯადი, ამანდა სეიფრიდი.
ცნობილია ასევე, რომ ახალ სეზონში სერიალის როლების ძველი შემსრულებლები ითამაშებენ. აგენტ კუპერის პერსონაჟს ისევ კაილ მაკლოკლენი განასახიერებს. გარდა ამისა, სერიალში მაყურებელი კვლავ იხილავს შერილ ლის, შერილინ ფენს, მედკენ ემიკს, დევიდ დუჰოვნის, მაიკლ ჰორსს და სხვებს. საგამოძიებო ფედერარული ბიუროს რეგიონალური ნაწილის ხელმძღვანელად კი თავად დევიდ ლინჩი მოგვევლინება. სერიალის სიუჟეტი საიდუმლოდ ინახება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გმირები მეორე სეზონში 1989 წელს განვითარებული მოვლენებიდან 25 წლის შემდეგ შეხვდებიან ერთმანეთს. ახალი სერიების პრემიერა ერთი წლის შემდეგ შედგება.
monika26042016-07 monika26042016-03 monika26042016-06 monika26042016-05 monika26042016-04 monika26042016-02 monika26042016-01

კომენტარები

სხვა სიახლეები