მომღერალ ჟანა ფრისკეს ქმარს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

მომღერალ ჟანა ფრისკესთვის თაყვანისმცემლების მიერ შეგროვილი თანხა უცნაურად გაქრა. გასულ კვირას „რუსფონდმა“ საგამოძიებო სამსახურებს თხოვნით მიმართა, ჟანა ფრისკეს ანგარიშიდან თანხის მოხსნის საკითხი გამოეკვლიათ.
საქველმოქმედო ფონდმა ჟანა ფრისკესთვის შეგროვილი თანხა, რომელიც 25 მილიონზე მეტს შეადგენდა, მომღერლის პირად ანგარიშზე გადარიცხა.12674402_1122910541087122_227920017_n
თანხიდან 4 მილიონი მომღერლის მკურნალობის კურსზე დაიხარჯა, 21 მილიონის შესახებ კი ფონდისთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ჟანას ანგარიშიდან მომღერლის მშობლებს არანაირი თანხა არასდროს მოუხსნიათ. სამაგიეროდ, დადგინდა, რომ ჟანას ანგარიშიდან საზღვარგარეთ მსხვილი გადარიცხვები მისმა მეუღლემ დიმიტრი შეპელევმა განახორციელა. მან რუბლის კონვერტაცია მოახდინა დოლარში და, ჯამში, ფული ანგარიშიდან სამჯერ გადარიცხა, მათ შორის 170 ათასი დოლარი – გერმანიაში, 104 ათასი – ნიუ-იორკში, 180 ათასი დოლარი კი – ლოს-ანჯელესში.
არცერთი ამ გადარიცხვის შესახებ შეპელევს ფონდში ანგარიში არ წარუდგენია. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, ემსახურებოდა თუ არა აღნიშნული გადარიცხვები ფრისკეს მკურნალობის დამატებითი თანხების დაფარვას. მომღერალმა მკურნალობა ნიუ-იორკში, ლოს- ანჯელესსა და ჰამბურგში გაიარა. თუ თანხები დანიშნულებისამებრ არ ყოფილა გამოყენებული და ის შეპელევმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

სხვა სიახლეები