მომღერალი რიანა „დიორის“ სახე გახდა (ფოტოკოლაჟი)

„დიორის“ მოდის სახლმა კომპანიის ახალ სახედ რიანა წარადგინა. პოპმომღერალი პირველი შავკანიანი წარმომადგენელი იქნება კომპანიაში, რომელმაც ასეთი საპატიო წოდება მიიღო. ჩვენ უკვე შეგვიძლია შევაფასოთ მისი პირველი ნამუშევარი, რომლის გადაღებაც საფრანგეთში, ვერსალის სასახლეში ფოტოგრაფ სტივენ კლეინის ხელმძღვანელობით მოხდა. 18 მაისს დაგეგმილია მოკლე ვიდეორგოლის პრემიერა, რომლის საუნდტრეკიც რიანას ახალი სიმღერა იქნება.

კომენტარები

სხვა სიახლეები