მომღერალი ედ შირანი და მსახიობი ჯერალდ ბატლერი ავარიაში მოყვნენ

როგორც ჩანს დღეს მსახიობებისა და მომღერლებისთვის უიღბლო დღეა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავს ჯერალდ ბატლერს, რომელიც მოტოციკლეტს მართავდა, ავტომობილი დაეჯახა.
მსახიობი ლოს-ანჯელესის კლინიკაში გადაიყვანეს. მას სასწრაფო – სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და საბედნიეროდ მხოლოდ ზედაპირული ტრავმები აღენიშნება.
უფრო მეტად დაშავდა პოპულარული ბრიტანელი მომღერალი ედ შირანი, რომელსაც ველოსიპედით სეირნობისას მანქანა დაეჯახა. მას ხელი აქვს მოტეხილი. ამის შესახებ შირანი თავის „ინსტაგრამზე“ წერს და ფოტოსურათსაც აქვეყნებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები