“მნიშვნელოვანია დროული კონსულტაციები”- გიორგი კალატოზიშვილი ფსიქოლოგებს მიმართავს

პიარტექნოლოგი გიორგი კალატოზიშვილი ფსიქოლოგებს მოუწოდებს, სოციალურ ქსელში შექმნან პლატფორმა, სადაც “კომენდატის საათით” გამოწვეული შიშითა და სტრესით შეპყრობილ ადამიანებს გაუწევენ ონლაინკონსულტაციას.

“ამ საყოველთაო კარანტინმა და “კომენდანტის საათმა” დამატებითი სტრესორი შემოიტანა ბევრი უდარდელი და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შეშინებული ადამიანის ცხოვრებაში. ამა თუ იმ საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფოტოები, რომლებშიც ადამიანებისგან დაცლილი ქუჩები და ჩაბნელებული შენობები ჩანს, დამატებითად კვებავენ დაძაბულობას, რომელსაც ვერ განმუხტავს ტელე-ეთერით გადმოცემული უფასო კონცერტი, კინოკომედია თუ დამაიმედებელი ინფორმაცია კორონავირუსისგან განკურნებული 21 ადამიანის შესახებ… სწორედ ახლა, ამ წუთებში, როდესაც შფოთვის დონე ნელ-ნელა ზემოთ იწევს, ხოლო ადამიანების ბუნების ქვესისტემები – ფსიქოემოციური, გონებრივი, ფიზიკური, სულიერი მდგომარეობა და ქცევა იცვლება, ძალიან მნიშვნელოვანია დროული კონსულტაციების გაწევა და კრიზისული ინტერვენცია. რაღაც ერთი, საერთო ფბ გვერდი უნდა იყოს პროფესიონალებისთვის, რომლებშიც მოქალაქეების კითხვებზე გასცემდნენ პასუხს ლაივ რეჟიმში, ან ვიდეომიმართვების სახით. ვიცი, დაწყებული გაქვთ ინდივიდუალური კონსულტაციები და ეხმარებით ბევრ ადამიანს და დარწმუნებული ვარ ამ აზრს უკეთ შეფუთავდით და გააჟღერებდით ❤ Natia Panjikidze Lali Badridze ილია ნიკაჭაძე Giorgi Donadze” -წერს პიარტექნოლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები