მიტოვებული ძაღლი დაბმული იჯდა სადგურზე და ტიროდა

მამაკაცმა სადგურზე მიტოვებულ ძაღლს ფოტო გადაუღო და Facebook-ზე განათავსა. ინტერნეტ სივრცეში ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოყვა.

პატრონმა ცხოველი ისტბურნის (ინგლისი) ერთ-ერთი სადგურის მატარებლების გაჩერებასთან დააბა, დაუტოვა მხოლოდ წყლით სავსე ჯამი და გაუჩინარდა. ძაღლი პატრონს ელოდა, თუმცა, როცა მიხვდა, რომ ის აღარ მოვიდოდა ტირილი დაიწყო. ერთ-ერთმა მგზავრმა შეამჩნია ძაღლი და მეტროს ადმინისტრაციას მიმართა დასახმარებლად, სანამ თანამშომლები მის საშველად მივიდოდნენ, მამაკაცმა რამდენიმე ფოტოს გადაღება შეძლო და Facebook -ზე განათავსა.

ფოტოგრაფის თქმით, ის ხმით ტიროდა და ამასთანავე თვალიდან ცრემლი სდიოდა. მას ძალიან სევდიანი გამომეტყველება ჰქონდა, რაც ფოტოზე ნათლად ჩანს და რამაც აღაშფოთა სოციალური ქსელის მომხმარებლები. საცოდავმა ძაღლმა დაახლოებით 1 საათი გაატარა ასე, სანამ მის დასახმარებლად ადგილობრივი ცხოველთა დამცველები მივიდოდნენ.

ამ ფაქტმა ცხოველთა მოყვარული ადამიანების აღშფოთება გამოიწვია. ისინი ითხოვენ, დაუყოვნებლივ მოიძებნოს და დაისაჯოს ძაღლის პატრონი.

crying

წყარო: http://www.zooclub.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები