მიმი შელიამ რუსეთის ყველაზე ლამაზ ქალს საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა

მიმი შელიამ რუსეთის ყველაზე ლამაზ ქალს საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა და ამ ქმედებით რუსული მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.
„თბილისში ძმასთან ერთად სეირნობისას 24 წლის მოდელი მირანდა შელია საკუთარ ფანებს „პერისკოპის“ პირდაპირ ეთერში ესაუბრებოდა. ფოლოვერებმა მირანდას თავისი შეყვარებულის, 26 წლის ფეხბურთელის, რუსეთის ეროვნული ნაკრების წევრის, ფიოდორ სმოლოვის ყოფილი ცოლის შესახებ დაუსვეს კითხვა.
„მოდით, ნუ ვისაუბრებთ ამ ქალზე, ის არ იმსახურებს იმასაც კი, რომ საუბრის თემა იყოს. იგი სრულ ჭკუაზე არ არის. საერთოდ, შეიძლება, რომ მას ქალი დაუძახო? რა უნდა უქნა?“ – უპასუხა შელიამ „ფოლოვერებს“.
აღსანიშნავია, რომ ქართველ ლამაზმანს სმოლოვი ხელისგულზე ატარებს, ევროპის ჩემპიონატის დროს შელია ბოიფრენდს საგულშემატკივროდ გაჰყვა, სადაც პარიზის ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმროში ცხოვრობდა და ყველაზე ძვირად ღირებულ რესტორნებსა და მაღაზიებში დადიოდა”,- წერს რუსული მედია და სტატიას ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოც ახლავს თავს.
ცნობისთვის, სმოლოვის ყოფილი ცოლი, ვიქტორია ლოპირევა „მის რუსეთის “ტიტულის მფლობელია და ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ლამაზმანად ითვლება.

წყარო: droni.ge

a48841_big

a48842_big

კომენტარები

სხვა სიახლეები