მილა კუნისი და მისი მეუღლე ეშტონ კატჩერი უკრაინის დასახმარებლად 3 მილიონ დოლარს გაიღებენ (ვიდეო)

უკრაინული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი მილა კუნისი და მისი მეუღლე, ასევე მსახიობი ეშტონ კატჩერი უკრაინის დასახმარებლად 3 მილიონ დოლარს გაიღებენ.. მსახიობებმა უკრაინის მხარდასაჭერი ვიდეომიმართვა ჩაწერეს.

ვიდეომიმართვაში მილა კუნისი ამბობს, რომ დღეს ისე, როგორც არასდროს, ის ამაყობს თავისი უკრაინული წარმომავლობით.

ვიდეომიმართვა ეშტონ კატჩერის „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოქვეყნდა. მათი მიერ უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებაზე გაღებული თანხის პარალელურად, წყვილი ასევე აგროვებს თანხას იმავე მიზნისთვის, საუბარია 30 მილიონ დოლარზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები