მთვრალმა რუსმა გემის კაპიტანმა, ჯერ ხიდი გაიტანა, შემდეგ ნავი (ვიდეო)

სამხრეთ კორეაში, ქალაქ პუსანში სატვირთო გემმა ხიდი გაიტანა, გემს ნასვამი რუსი კაპიტანი მართავდა. გარდა ხიდზე შეჯახებისა გემი პატარა საექსკურსიო ნავსაც დაეჯახა.
​პუსანის საზღვაო პოლიციის სამმართველოს განცხადებით, გემის ეკიპაჟის ყველა წევრი დაკავებულია და დაკითხვაზე იმყოფება.
ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, გემის კაპიტანი ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო, როდესაც ხიდს და ნავს შეეჯახა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხიდის ნაწილი, უსაფრთხოების მიზნით, დროებით ჩაიკეტა. 6000-ტონიანი გემის დაჯახებამ ხიდის ქვედა ნაწილში 5-მეტრიანი ხვრელი გააჩინა.

კომენტარები

სხვა სიახლეები