„მთელი მსოფლიო თქვენს გვერდით დგას“, – ჯენიფერ ენისტონი უკრაინელ ქალებს მიმართავს

მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა ინსტაგრამზე უკრაინა-რუსეთის ომის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებზე ჩანან ქალი ჯარისკაცები, მოხალისეები, ასევე მდედრობითი სქესის რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ომის
საწინააღმდეგო აქციაზე დროშებით დგანან და თავის ქვეყანას იცავენ.
„მე დღეს ვფიქრობ ამ უკრაინელ ქალებსა და გოგონებზე, რომლებიც დღეს გმირულად იბრძვიან თავიანთი ქვეყნისა და ხალხისთვის, როგორც ჯარისკაცები, როგორც დედები, როგორც ორგანიზატორები, როგორც ლტოლვილებზე მზრუნველები, როგორც მომიტინგეები, როგორც ჟურნალისტები…ვფიქრობ, ამ ქალებზე, რომლებიც თავიანთი სიცოცხლით რისკავენ და არამხოლოდ უკრაინაში, ასევე მეზობელ ქვეყნებშიც… თქვენ არაჩვეულებრივები ხართ და მთელი მსოფლიო თქვენს გვერდით დგას“, – წერს მსახიობი.
ჯენიფერ ენისტონმა თაყვანისმცემლებს მოუწოდა, მიბაძონ მას და უკრაინელი ქალების მხარდასაჭერად საქველმოქმედო ფონდების ანგარიშებზე შემოწირულობები გადარიცხონ.

კომენტარები

სხვა სიახლეები