„მეხვეწებოდა, გამომყევი ცოლად, ყველაფერი შენთვის მინდაო” – სოფო ნიჟარაძე

მას შემდეგ რაც სოფო ნიჟარაძე შვილთან ერთად საქართვერლოში დაბრუნდა, მის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ ცხრება. მომღერალი საკუთარ პირადზე საჯაროდ არასდროს საუბრობდა, თუმცა, რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ გადაცემაში საკუთარ ურთიერთობებზე გულახდილად ისაუბრა.

„მეხვეწებოდა, გამომყევი ცოლად, ყველაფერი შენთვის მინდაო, მაგრამ უარი ვუთხარი. მაშინაც იგივე სიმღერამ შემიშალა ხელი. მითხრა, არავითარ შემთხვევაში შენი სიმღერა არ მინდაო. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, 19 წლის. ის იყო რუსეთში ძალიან ცნობილი ბიჭი…

ერთხელ მქონდა ასეთი შანსი, ცხოვრებაში უნდა გადამედგა რაღაც ნაბიჯი, დამევიწყებინა ყველაფერი, დამეტოვებინა უკან და ახალი ფურცლიდან დამეწყო ყველაფერი. ეს იყო რამდენიმე წლის წინ და მეს ეს არ გავაკეთე. ახლაც მახსოვს ის ქუჩა თბილისში, სადაც მე ვიდექი და ვფიქრობდი… ვიფიქრე, რომ არ ვიყავი მზად მკვეთრი ნაბიჯებისთვის. იყო რაღაცები, რასაც ვერ გადავლახავდი, იგიგე ხალხზე ვიფიქრე, რას იტყოდნენ. მოკლედ, არ გადავდგი ეს ნაბიჯი, თორემ ჩვენ ახლა ერთად ვიქნებოდით. შეიძლება სიმღერისთვის საერთოდ დამენებებინა თავი და წავსულიყავი. ჰოდა, მაშინ რომ ვერ გადავწყვიტე, სიმღერისთვის დამენანებინა თავი, ამიტომ არ მოხდა არაფერი, “- ამბობს სოფო ნიჟარაძე.

მაია ასათიანის კითხვაზე, არის თუ არა ეჭვიანი, სოფომ უპასუხა: „არა და ახლა თუ ის მიყურებს, გაწვება სიცილით. ისეთი სიტუაციები ყოფილა, რომ მიეჭვიანია, მაგრამ სისულელეებზე, უმიზეზოდ“.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები