მეხანძრეები „გოჭი პეპას“ წინააღმდეგ “ირაზმებიან”

ლონდონის სახანძრო სამსახურის თანამშრომლები მულტფილმ „გოჭი პეპას“ პერსონაჟს სექსიზმში ადანაშაულებენ. ამის შესახებ გამოცემა „Independent”-ი იუწყება. ამის მიზეზი გახდა ფრაზა „დედა-ღორი მეხანძრესავით არის ჩაცმული“, რომლითაც მულტფილმის ერთ-ერთი ეპიზოდი იწყება.
სახანძრო სამსახურის თანამშრომლების აზრით, მსგავსი განცხადებები ხელს უშლის ამ სამსახურში ქალების მოზიდვას, ხოლო უშუალოდ ფრაზას „მოძველებული გენდერული სტერეოტიპი“ უწოდეს. ბრიტანული ტელევიზიის წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ეს, უბრალოდ, მულტფილმია, ბრალდება კი სასაცილოდ ჟღერს.

კომენტარები

სხვა სიახლეები