მეძავები 100 წლის წინ – ფოტოკოლაჟი

ფოტოები 1912 წელს ახალი ორლეანის საროსკიპოებშია გადაღებული. სტოროვილის საროსკიპოებში მეძავთა მომსახურება ლეგალური იყო.

1897 – 1917 წლებში ”წითელი ფანარების” კვარტალი ძირითადად აშშ-ის მეზღვაურებს, საზღვაო ქვეითებს ემსახურებოდა. კლიენტებს სთავაზობდნენ სპეციალურ წიგნს, რომელშიც მითითებული იყო 700 ქალის მისამართი და სახელი. აქვე აღნიშნული იყო

მომსახურების საფასური და კონკრეტული მომსახურება. ბროშურაში აღნიშნული იყო ასევე, რომელი რასის წარმომადგენელი იყო მეძავი.

20 წლიანი მუშაობის შემდეგ აშშ-ის არმიის ხელმძღვანელობამ საროსკიპოების დახურვა მოითხოვა. თუმცა, საროსკიპოებმა მუშაობა არალეგალურად მაინც გააგრძელეს.

ფოტოები 60-იანი წლების ბოლოს ახალგაზრდა ფოტოგრაფმა ლი ფრინდლიარომ აღმოაჩინა. ფოტოები ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმშიც გამოიფინა.

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები