მექსიკური სალათა ქათმით და ბრინჯით

ინგრედიენტები: ქათმის ფილე – 2 ცალი, ბრინჯი – 1 ჭიქა, მწვანე ბულგარული წიწაკა – 1 ცალი, პომიდორი ,,ჩერი“ – 5 ცალი, კონსერვირებული სიმინდი – 1 ჭიქა, ლობიო – 1 ჭიქა, მწვანე ხახვი – 6 ღერო, გახეხილი ყველი – 1 ჭიქა, ქინძი – 1კონა, ლიმონის წვენი, პაპრიკა, მარილი და პილპილი – გემოვნებით, ზეითუნის ზეთი – 3 ს/კ. ავოკადო – 1 ცალი.
მომზადების წესი: ქათმის ფილე პატარა ნაჭრებად დავჭრათ და პაპრიკა მოვაყაროთ. ზეითუნის ზეთში 10 წუთის განმავლობაში შევწვათ. ცალკე ლობიო და ბრინჯი მოვხარშოთ. ბულგარული წიწაკა, პომიდორი, ხახვი და ქინძი წვრილად დავჭრათ. ავოკადო – სიგრძეზე. ერთმანეთში ბრინჯი, ლობიო, შემწვარი ქათმის ფილე, დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ხახვი, პომიდორი, მოთუშული სიმინდი, ავოკადო, მარილი, პილპილი და ქინძი აურიოთ. ბოლოს სალათას ზემოდან გახეხილი ყველი მოვაყაროთ და ლიმონის წვენი მოვასხათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები