მეტროში ქალი ამშობიარეს

რუსეთში, პეტერბურგის მეტროში ქალი ამშობიარეს.
„პოლიტექნიკური ინსტიტუტის“ სადგურზე მას მოულოდნელად მშობიარობა დაეწყო.
ქალის მშობიარობაში მონაწილეობას სადგურის თანამშრომლები იღებდნენ.
ეს პირველი შემთხვევაა ქალაქის მეტროპოლიტენის ისტორიაში”, – აღნიშნა მეტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
დედა და ახალშობილი ბიჭი თავს კარგად გრძნობენ, ისინი სავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები