“მეგობრობის ბაღში” დატყვევებული დათვი (ვიდეო)

სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, სადაც წერია, რომ გორში, “მეგობრობის ბაღში“, 15 წელია, გაუსაძლის პირობებში გორის მერიას დათვი ჰყავს დატყვევებული. “ქ. გორში, „მეგობრობის ბაღში“, მძიმე პირობებში დატყვევებულია დათვი! ეს დათვი 15 წელია, ასეთ პირობებში ჰყავს დატყვევებული გორის მერიას! რამდენიმე თვის წინ, მივმართეთ გორის მერს და შევთავაზეთ დათვის გადმოყვანა თავშესაფარში, ან ადგილზე მოეწყოთ თავშესაფრის პირობები დათვისთვის. მერია შეგვპირდა, რომ, უმოკლეს ვადაში, დათვს საცხოვრებელ პირობებს შეუქმნიდა. ვაქვეყნებ რამდენიმე დღის წინ გადაღებულ ვიდეოს. გორის მერიამ პირობა არ შეასრულა! მივმართეთ გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურს, რომ უმოკლეს ვადაში ჩამოართვან დათვი და გადმოგვცენ თავშესაფარს!”,-წერს პოსტის ავტორი სოცქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები