მეგობრებს გამოსამშვიდობებელი ტექსტები გაუგზავნა – ლიზა ყენია დათა მღებრიშვილის გაუჩინარების დეტალებზე

ბათუმში 20 წლის დათა მღებრიშვილი დაიკარგა. მას მეგობრები გუშინ საღამოდან უშედეგოდ ეძებენ.

,,პრაიმტაიმნიუსი” დაუკავშირდა დათას ერთ-ერთ მეგობარს ლიზა ყენიას და გაუჩინარების დეტალების გარკვევას შეეცადა.

ლიზა ყენიას თქმით, დათა მღებრიშვილი გუშინ საღამოს ყველას გამოემშვიდობა, ტელეფონი გამორთო და გაუჩინარდა. უცნობია მისი სავარაუდო სამყოფელიც კი.

,,ნახა მეგობრები მთელი დღის განმავლობაში, ცალ-ცალკე შეხვდა თავის მეგობრებს. 9 საათზე მნახა მე, ცოტა დეპრესიული ფონი ჰქონდა. 2 საათზე ნახა თავისი ბათუმელი მეგობარი. 6 საათისკენ გაუგზავნა გამოსამშვიდობებელი ტექსტები მეგობრებს, ტელეფონი დაუტოვა ნაცნობს, უთხრა რომ ტელეფონი უჯდებოდა, მანამდე ვიდეოები გადააღებინა, სადაც ლექსება ამბობს და წავიდა. გაფრთხილებულია დაცვის პოლიციაც, მაშველებიც, 112-იც, მაგრამ ამ დრომდე ვეძებთ დათას”, – ამბობს ლიზა ყენია ,,პრაიმტაიმთან” საუბრისას.

წყარო:http://primetimenews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები