მეგან მარკლი მშობიარობისთვის ემზადება

სასექსის ჰერცოგინია, მეგან მარკლი მშობიარობისთვის ემზადება. ჰერცოგინიას დედა, დორია რეგლანდი უკვე ლონდონშია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას People ავრცელებს.
მარკლის დედა ლოს ანჟელესიდან გაერთიანებულ სამეფოში უკვე ჩაფრინდა. დორია რეგლანდი შვილიშვილის დაბადებას მოუთმენლად ელოდება.
,,მალე ბებია გავხდები და ეს ფაქტი ძალიან მახარებს”, – თქვა დორია რეგლანდმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები