მეგან მარკლიმ სამეფო ეტიკეტი კიდევ ერთხელ დაარღვია (ვიდეო)

სასექსის ჰერცოგინიამ, მეგან მარკლიმ სამეფო ეტიკეტი კიდევ ერთხელ დაარღვია. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, იგი ლონდონში ხელოვნების სამეფო აკადემიაში მარტო მივიდა.
გარდა ამისა, მედიის ცნობით, მეგან მარკლი ავტომობილიდან გადმოვიდა, იქ შეკრებილ საზოგადოებას გაუღიმა და მანქანის კარიც თავად დაკეტა, რითაც სამეფო ოჯახის ეტიკეტი და ტრადიცია დაარღვია.
ცნობისათვის, ის საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა მარტო, მას შემდეგ, რაც პრინცი ჰარის მეუღლე გახდა.

https://www.youtube.com/watch?v=YA2SSMbgZvc&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები