მასწავლებელმა სასადილოდან მშიერი მოსწავლე გააგდო (ვიდეო)

რუსეთის ქალაქ ნაბერეჟნი ჩელნიში პედაგოგებმა მოსწავლე საკვების შესაძენად სკოლის სასადილოში არ შეუშვეს. მშიერი მოსწავლის და ორი პედაგოგის შეკამათების კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
„შენ არაფრის ყიდვას არ აპირებ! შენ არ გაჭმევენ! შენთვის არ გაუშლიათ! გატრიალდი და გადი!“ – ისმის მასწავლებლების ხმა კადრში. მასწავლებლებს საერთოდ არ გაუთვალისწინებიათ მოსწავლის სიტყვები იმის შესახებ, რომ ის მშიერი იყო.
ასევე, კადრებში ჩანს, რომ ბავშვის თხოვნის მიუხედავად, ქალმა მას ხელი ჰკრა. ბიჭს სხვა გზა არ დარჩენოდა უკან გატრიალების გარდა. როგორც ირკვევა, ინციდენტი ამ ქალაქის მე-13 სკოლაში 10 იანვარს მოხდა. ვიდეომ რუსეთის სოციალურ ქსელებში დიდი აღშფოთება გამოიწვია.
აღნიშნული ინციდენტით საქალაქო ადმინისტრაცია და პროკურატურა უკვე დაინტერესდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები