მარკ ცუკერბერგი: Facebook-ს უკვე 1,59 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს

ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი საკუთარ გვერდზე კომპანიის ახალ კვარტალურ შედეგებს აქვეყნებს.
ცუკერბერგის განცხადებით, ფეისბუქს უკვე 1,59 მილიარდი ადამიანი იყენებს; 1 მილიარდზე მეტი ადამიანი მოიხმარს სოციალური ქსელის ჯგუფებს; თითქმის 1 მილიარდი ადამიანი იყენებს WhatsApp-ს; 19 მილიონამდე მომხმარებელი კი, რომელთაც მანამდე ინტერნეტი საერთოდ არ ჰქონდათ, მსოფლიო ქსელს Internet.org-ის საშუალებით შეუერთდა.
„2015 წელს ფეისბუქზე ადამიანები მრავალი განსხვავებული გზით მოვიდნენ. ერთად აღვნიშნეთ ბედნიერი მომენტები, ინდოეთის სუპერლიგით დაწყებული და „ვარსკვლავური ომების“ გამოსვლით დამთავრებული. მილიონობით ადამიანი დაირაზმა ნეპალის მხარდასაჭერად ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, საფრანგეთის მხარდასაჭერად პარიზის ტერაქტების შემდეგ, დევნილთა დასახმარებლად ახლო აღმოსავლეთის კრიზისის დროს. და, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი ფეისბუქს უბრალოდ ერთმანეთისადმი სიყვარულის გამოსახატავად იყენებს“, – წერს ცუკერბერგი.
სოციალური ქსელის დამფუძნებელი მადლობას უხდის მომხმარებლებს, რომ ისინი ამ საზოგადოებას მიეკუთვნებიან და აყალიბებენ მეტად დაკავშირებულ მსოფლიოს.

კომენტარები

სხვა სიახლეები