მარია შარაპოვა დოპინგ-ტესტზე ჩავარდა

ჩოგბურთელი მარია შარაპოვა დოპინგ-ტესტზე ჩავარდა, მას სისხლში აკრძალული ნივთიერება აღმოუჩინეს, – ამის შესახებ ჩოგბურთელმა ლოს-ანჯელესში გამართულ პრესკონფერენციაზე თავად განაცხადა.
„ერთი კვირის წინ მე მივიღე წერილი ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციიდან, სადაც ჩემი ტესტის შესახებ იუწყებოდნენ. მე შეცდომა დავუშვი და მზად ვარ, პასუხისმგებლობა ავიღო. ჩემს სისხლში პრეპარატი „მელდონი“ აღმოაჩინეს. მე ამ პრეპარატს ბოლო 10 წელია ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გამო ვიღებდი. ადრე ეს აკრძალული არ იყო, მაგრამ 2016 წლის 1 იანვრიდან აკრძალული პრეპარატების სიაში შეიყვანეს“, – აცხადებს შარაპოვა.
მიუხედავად უსიამოვნო ფაქტისა, ჩოგბურთელი კარიერის დასასრულზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.
„დოპინგზე ტესტი ავსტრალიაში 2016 წლის ჩემპიონატის გახსნას უკავშირდებოდა. ბევრი ფიქრობს, რომ დღეს ჩემი კარიერა დასრულდა და ელოდნენ, რომ სწორედ ამის შესახებ გავაკეთებდი განცხადებას, თუმცა მე ამას არ ვაპირებ. მინდა ისევ განვაგრძო ჩემი კარიერა და მჯერა, მომეცემა თამაშის შანსი“, – აცხადებს მარია შარაპოვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები