მარიამ როინიშვილი გაბზარული ნეკნით ცეკვავს – გაუსაძლისი ტკივილის გამო საავადმყოფოში მოხვდა…

”მაპატიეთ მთელი დღე ვერ მოვახერხე შეგხმიანებოდით, რადგანაც ძალიან აღელვებული ვიყავი მარიამის გამო. უბრალოდ გუშინ არ ჩავთვალე საჭიროდ ამის დაწერა. საქმე იმაშია, რომ ერთი თვეა იტკიებს მარჯვენა ფერდთან ერთ ადგილს, გაუსაძლისი ტკივილები აქვს და სულ გამაყუჩებელს სვამს.

ვეხვეწები წამომყვეს ექიმთან, მაგრამ არ მომყვება. კვირას პროექტის ექიმმა ძალით წაიყვანა საავადმყოფოში. აღმოჩნდა, რომ გაბზარული ნეკნით დადიოდა, აღარ ვამბობ, რომ ცეკვავდა! ბოლო ოთხი ტურის განმავლობაში.

მალავდა, რომ არ გვეთქვა და პროექტი არ დაეტოვებინა.

ნორმალურია ეს საქციელი?! გულშემოყრილი ვარ. შეხორცება დაწყებული აქვს, მაგრამ ტკივილი ძლიერია. გუშინ გამაყუჩებლებით და მოყინვით იცეკვა. ჩემი ასლია, ტკივილს ითმენს.

დაბნეული ვარ, ისიც არ ვიცი ამ სიტუაციაში როგორ მივეშველო, რომ ტკივილი ცოტა მაინც შევუმსუბუქო. მაპატიეთ, რომ თავს მოგახვიეთ ჩემი პრობლემა, მაგრამ ალბათ სწორად გამიგებთ, მეგობარი სწორედ ამ დროს გინდა! ამიტომ დამაგვიანდა მეთქვა თქვენთვის უდიდესი მადლობა გუშინ ასეთი მხარდაჭერისთვის! ვერ წარმოიდგენთ რა გახარებული და იმედიანი იყო…

ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ! დიდი მადლობა! მიყვარხართ!” – ეს პოსტი დღეს მომღერალმა, თამრიკო ჭოხონელიძემ ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე განათავსა. თამრიკოს დავუკავშირდით და მარიამის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვკითხეთ.

– საგანგაშო არაფერია. ძლიერი ტკივილები აქვს, უბრალოდ ამის თქმა არ უნდოდა. კამერებმაც გადაიღეს, როგორ წაიყვანეს მარიამი სარეპეტიციო დარბაზიდან საავადმყოფოში, მაგრამ ეს კადრები მისი თხოვნით სიუჟეტში არ მოხვდა. მდგომარეობა გამწვავდა იმის გამო, რომ დამალა ეს ამბავი. ჩემთვის რომ დაეჯერებინა და ექიმთან გამომყოლოდა უფრო ადრე მოიხსნებოდა ეს პრობლემა.
– რას ამბობენ ექიმები, ხომ არ არის საშიშროება, რომ მარიამს პროექტის დატოვებამ მოუწიოს?
– ერთ-ერთმა ექიმმა ეს რჩევა მისცა, მაგრამ მარიამი თავად უარზეა. ამბობს, რომ სადაც ამდენი ითმინა, ამ ტკივილსაც აიტანს. ვნახოთ, რა იქნება. ძალიან ვნერვიულობ.
– მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ მარიამს.
– მადლობა.

 

წყარო: reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები