მანდარინის ჯემი

ინგრედიენტები: შაქარი -1კგ. მანდარინი -1კგ.წყალი – 1ჭ. ლიმონი – 2ც.
მომზადების წესი: მანდარინი გაფცქვენით,თეთრი ძაფები კარგად გააცალეთ. შაქარი და წყალი დაუმატეთ. 20 წუთის განმავლობაში ადუღეთ. შემდეგ დააბლენდერეთ, ლიმონის წვენი შეურიეთ და ისევ ცეცხლზე დადგით, დატოვეთ მანამ, სანამ მასა არ შესქელდება. ქილებში ცხელივე ჩაასხით და თავზე მჭიდროდ დაახურეთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები