მამამ ერთი წლის შვილი გაყიდა

ახალგაზრდა მამას ჩინეთიდან, რომელიც ვალებში იხრჩობოდა, „გენიალური“ იდეა მოუვიდა თავში.
ის აზარტული თამაშებით იყო გატაცებული, უმუშევარია და მოვალეებმა კუთხეში მოამწყვდიეს.
ნოემბერში, ცზიანმა უთხრა მეუღლეს, რომ მათ ერთი წლის შვილს, რაღაც პერიოდით, თავის დედასთან წაიყვანს, რომელიც ქალაქ გუაინიდან 140 კილომეტრში ცხოვრობს.
მისი მეუღლე ქმარსა და შვილს ვერ ნახულობდა, მაგრამ ხშირად რეკავდა ამბის გასაგებად.
ყოველ ჯერზე, ცზიანი რაღაცას იგონებდა და ცოლს შვილთან არ ალაპარაკებდა. სამი თვის შემდეგ, დედის მოთმინება ამოიწურა და მან რაღაც იეჭვა – ქმრის კომპიუტერი გახსნა და აღმოაჩინა მისი და უცხო წყვილის მიმოწერა. ცზიანი წერდა, რომ ის ერთი წლის გოგონას მარტო ზრდის, არც ცოლი ჰყავს და არც მშობლები და შეუძლია, ბავშვი, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მათ დაუთმოს.
აღმოჩნდა, რომ ცზიანი აპირებდა 60 ათასი იუანის მიღებას, რათა ბანქოში წაგებული თანხა დაეფარა.
შოკირებული ქალი სოფელში, დედამთილის სახლში ჩავიდა და გაიგო, რომ ცზიანმა ბავშვი დიდი ხანია, გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. რა თქმა უნდა, საქმეში პოლიცია ჩაერთო.
მათ შვილის გამყიდველი მამა დააკავეს. გაარკვიეს, სად არის პატარა გოგონა და ის დედას უკვე დაუბრუნეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები