მამაკაცს ელექტროსიგარეტი პირში აუფეთქდა (+18)

აშშ-ის აიდაჰოს შტატის მკვიდრს ელექტროსიგარეტი პირში აუფეთქდა, მან შვიდი კბილი დაკარგა და სახის დამწვრობა მიიღო. ამის შესახებ გამოცემა New York Post იუწყება.
როგორც ენდრიუ ჯოლმა სოციალურ ქსელში დაწერა, ის ელექტროსიგარეტს სამსახურის წინ ეწეოდა, რა დროსაც ის აფეთქდა. ფაქტის ამსახველი ფოტოები ქალაქ პოკატელოს მკვიდრმა თავად გამოაქვეყნა. მან ასევე განაცხადა, რომ ელექტროსიგარეტს უკვე ერთი წელია ეწევა და აქამდე მსგავსი არაფერი მომხდარა.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=hECREEYqahg[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები