მაკა შალიკაშვილის მადლობა პანდემიის პირობებში მომუშავე პირებს და ემოციურად წაკითხული ლექსი (ვიდეო)

ტელეკომპანია „იმერვიზიის“ გადაცემაში „მესამე ზარი“ მსახიობმა მაკა შალიკაშვილმა მსოფლიოში და საქართველოში არსებული პანდემიის გამოწვევები შეაჯამა. მათ შორის, მან ყურადღება სწორედ ამ პერიოდში ფოტოხელოვან გოგა ჩანადირის მიერ წამოწყებულ კამპანიაზე #შენმნიშვნელოვანიხარ გაამახვილა, რომელსაც „ჯორჯიან მანგანეზი“ აქტიურად შეუერთდა.

მსახიობმა პანდემიის გავრცელების პერიოდში იმ ადამიანებს, რომლებსაც მუშაობა არ შეუწყვეტიათ მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. მათ შორის: მძიმე მრეწველობის დარგში მომუშავე მაღაროელებს, ფეროელებს და მეშახტეებს.

შალიკაშვილმა „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებს ემოციურად მიმართა:

#შენმნიშვნელოვანიხარ კამპანიაში აქტიურად ჩავერთე, რადგან მიმაჩნია, რომ იმ მომენტში ამაზე ღირებულს ვერაფერს გავაკეთებდი. გოგა ჩანადირმა ჩვენ ფიქრებს თავი მოუყარა და საბოლოოდ ის ერთ დიდ კამპანიად აქცია. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მას გვერდით დაუდგა. ყველა ადამიანი, ვინც მუშაობა არ შეწყვიტა გმირია და ამაზე ყველა ერთხმად ვთანხმდებით. თითოეული მათგანი საამაყოა!“ – აღნიშნა მსახიობმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები