მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა დედა „შავ სიაში“ შეიყვანა (ფოტოკოლაჟი)

პოპმუსიკის მეფის მაიკლ ჯექსონის 18 წლის ქალიშვილმა პერის ჯექსონმა დედასთან, დები როუსთან არა მარტო შეწყვიტა კონტაქტი, არამედ ის ტვიტერის, ფეისბუქის და ინსტაგრამის „შავ სიაშიც“ შიყვანა.

„მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გულდასაწყვეტი რამ – ხედავდე, როგორ იზრდება ბავშვი და ერთ-ერთი მშობელი სძულს მარტო იმიტომ, რომ მედლის მხოლოდ ერთი მხარის შესახებ იცის“, – დაწერა ფეისბუქში დები როუმ.

მაიკლ ჯექსონთან დაშორების შემდეგ მეურვეობის უფლება მაიკლმა მიიღო. იმ დროიდან მოყოლებული, ბავშვები დედას ძალიან იშვიათად ხვდებოდნენ. 15 წლის ასაკში პერისმა დედასთან კონტაქტის დამყარება სცადა, თუმცა, როგორც ჩანს, დედა-შვილს ეს არ გამოუვიდა. დედისგან განსხვავებით, პერისთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს მის ბოიფრენდს – მუსიკოს მაიკლ სნოდის. წყვილის ურთიერთობა ახლახან დაიწყო, მას შემდეგ, რაც პერისი ფეხბურთელ ჩესტერ კასტელოუს დაშორდა. ჩესტერის და პერის ფოტოები სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია.

კომენტარები

სხვა სიახლეები