„მაიკლ დუგლასი მართალი იყო – ორალური სექსი კიბოს საფრთხეს 22-ჯერ ზრდის“

საზოგადოებაში გავრცელებული აზრის თანახმად, კიბოს ყველაზე მაღალი რისკის მქონე ჯგუფებს მწეველები და სასმელის მოყვარული ადამიანები განეკუთვნებოდნენ, ამიტომაც, როდესაც ჰოლივუდის მსახიობმა მაიკლ დუგლასმა განაცხადა, რომ მას კიბო ორალური სექსის შედეგად დაემართა, ზოგს ამან ღიმილი მოჰგვარა, ხალხის დიდმა ნაწილმა კი ეს უბრალოდ მსახიობის ფანტაზიად ჩათვალა.
ექიმები ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რას შეიძლებოდა ადამიანის ორგანიზმში კიბოს წარმოქმნა. მსჯელობდნენ იმაზეც, როგორი ცხოვრების წესით ეცხოვრათ, რომ მძიმე დაავადების რისკი შეემცირებინათ, მაგრამ ხმამაღლა არავინ ამბობდა, რამდენად ზრდის კიბოს საფრთხეს ორალური სექსი.12607316_1116919918352851_1601647480_n
ექიმებმა კიბოს საფრთხის შესახებ ახალი დასკვნები მას შემდეგ გააკეთეს, რაც 97 ათას ადამიანზე აწარმოეს დაკვირვება და ისინი სრულად გამოიკვლიეს. გამოკვლევების დაწყებისას ეს ადამიანები ჯანმრთელები იყვნენ და არ ჰქონდათ კიბო, მაგრამ 4 წლის გასვლის შემდეგ, განმეორებითი ანალიზისას, 132 მათგანს პირ-ხახის კიბო აღმოაჩნდა.
ეს ადამიანები რეგულარულად იყვნენ დაკავებულნი ორალური სექსით. მაგრამ, ამ ყველაფერთან ერთად, კარგი ამბავია ის, რომ იმ ვირუსის და მიკროორგანიზმების წარმოქმნის პრევენცია, რომელიც კიბოს საფრთხეს ზრდის ან აყალიბებს კიბოს, სპეციალური ვაქცინაციის წყალობით შესაძლებელია. არსებობს რამდენიმე ვაქცინა, მათ შორის „ცერვარისკი“ და „გარდასილი“.
სანამ 2013 წელს მაიკლ დუგლასმა კიბოს გაჩენის მიზეზად ორალური სექსი არ დაასახელა, მანამდე საზოგადოება თვლიდა, რომ მისი დაავადება მსახიობის მიერ ალკოჰოლის დიდი დოზით მოხმარების და ბევრი მოწევის „დამსახურება იყო“.
მსახიობის განცხადებით, დაავადების მიზეზი სულ სხვა რამ არის.
„მე არ ვნანობ, რომ ბევრს ვსვამდი და ვეწეოდი. მე არ მინდა დეტალებს ჩავუღრმავდე, მაგრამ ჩემი ყელის კიბოს მიზეზი სულ სხვა რამ გახდა, ამის მიზეზი კუნილინგუსია“,- განაცხადა მაიკლ დუგლასმა.
დუგლასს კიბო მას შემდეგ დაუდგინდა, რაც ენაზე საკმაოდ მოცულობითი კაკალი გაუჩნდა. მას მრავალი ქიმიოთერაპიის გავლა და სხივური რადიაციის გამოყენება დასჭირდა. დაავადებამ სრულიად შეცვალა და დააბერა მაიკლ დუგლასი.

კომენტარები

სხვა სიახლეები