მათემატიკის მასწავლებელი მოსწავლეებს კლასში სექსისთვის უშვებდა

აშშ-ს ქალაქ ატლანტაში პოლიციამ 25 წლის მათემატიკის მასწავლებელი კვენტის რაიტი დააკავა. სამართალდამცველების ცნობით, მამაკაცი საკლასო ოთახში მოსწავლეებს უშვებდა, ვისაც სექსით სურდა დაკავება და მათ პრეზერვატივებითაც კი ამარაგებდა. The New York Post-ის ცნობით, სკოლის მოსწავლეს ბრალდება 4 მუხლით უკვე წაუყენეს. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი მოსწავლეს დედამ მისი შვილის და სკოლის მოსწავლებლის საეჭვო მიმოწერა აღმოაჩინა და ამის შემდეგ პოლიციას მიმართა. პედაგოგის დედა კი მასწავლებლის უდანაშაულობაშია დარწმუნებული, „ის მოსწავლეებს არაფერს უშავებდა. მათ რომ ჰკითხოთ, როგორი პედაგოგი იყო, მხოლოდ დადებით შეფასებებს მოისმენთ“, – ამბობს კვენტინ რაიტის დედა.

კომენტარები

სხვა სიახლეები