მადონამ სასამართლოსგან ყოფილი ქმრის, გაი რიჩის დაკავება მოითხოვა

ნიუ-იორკში მადონასა და გაი რიჩის შვილის – 15 წლის როკოს მეურვეობასთან დაკავშირებით სასამართლო მოსმენა გაიმართა. სასამართლოს არც გაი რიჩი ესწრებოდა და არც მადონა. მადონა ამჟამად ახალ ზელანდიაში კონცერტებს მართავს. სასამართლო დარბაზში მათი ადვოკატები იმყოფებოდნენ, თავად მშობლები კი სატელეფონო კონტაქტზე იყვნენ.
მომღერლის იურისტებმა დარბაზში საბოლოოდ „ბომბი ააფეთქეს“, ადვოკატებმა გაი რიჩის დასაპატიმრებლად ორდერი მოითხოვეს, რადგან მან შვილი დედასთან ნიუ-იორკში არდადეგების დროსაც კი არ გაუშვა, მაშინ, როდესაც 2008 წელს გაფორმებული განქორწინების და მხარეთა შორის შეთანხმებების მიხედვით ის ვალდებული იყო, არდადეგების დროს შვილი მადონასთან გაეგზავნა.
მიუხედავად ადვოკატების მოთხოვნისა, სასამართლომ მადონას რადიკალური მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლომ მხარეებს ერთმანეთში მოლაპარაკები ურჩია, რომ მათ როგორმე არ გაერთულებინათ ცხოვრება შვილისთვის.
„თუ ორივე მშობელმა აირჩია საჯარო ცხოვრება, უკვე მოზრდილი ბიჭი დასვა თვითმფრინავში და გაამგზავრო სხვა ქვეყანაში თავისი სურვილის გარეშე, წარმოუდგენელია“,- განაცხადა მოსამართლემ.
ადვოკატის განცხადებით, როკო იმედოვნებს, რომ მისი მშობლები მოლაპარაკებას შეძლებენ. თუმცა ბიჭს კვლავინდებურად ლონდონში მამასთან და მის ახალ ოჯახთან სურს ცხოვრება. გაი რიჩს 34 წლის მეუღლე და სამი შვილი ჰყავს. როკოს დედასთან ცხოვრება არ სურს. სასამართლოს მომდევნო სხდომა 1 ივნისისთვის ჩაინიშნა.

კომენტარები

სხვა სიახლეები