ლუიზიანას შტატში სპილოებმა ტრაილერი გადაბრუნებას გადაარჩინეს (ვიდეო)

 ლუიზიანას შტატში სატვირთო ავტომობილი, რომელსაც 3 სპილო გადაჰყავდა, ტალახში გაიჭედა. ინციდენტის შედეგად 18 ბორბლიანი ტრაილერის ამობრუნების და ჭაობში გადავარდნის საფრთხე გაჩნდა. მძღოლმა მაშველები გამოიძახა. როდესაც სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მივიდა, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ორი სპილო თავისი მასიური სხეულით ტრაილერს იჭერდა, რომ ის არ ამობრუნებულიყო. მაშველებმა ტრაილერი ტალახიდან ამოიყვანეს. არც ერთი სპილო არ დაშავებულა.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=8YYLmJJRfac[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები