ლოს-ანჯელესში შაკილ ო’ნილის ძეგლი გაიხსნება (ვიდეო)

​აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესში ლეგენდარული კალათბურთელის, შაკილ ო’ნილის ქანდაკება გაიხსნება. მას საკალათბურთო გუნდის,, „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ დარბაზთან Staples Center-თან დადგამენ. ძეგლის გახსნის ოფიციალური ცერემონია პარასკევს გაიმართება.
ძეგლი ბრინჯაოთია დამზადებული და მისი წონა 544 კილოგრამს შეადგენს. ო’ნილი იქნება „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ მეოთხე მოთამაშე ჯერი უესტის, მეჯიქ ჯონსონის და ქერიმ აბდულ-ჯაბარის შემდეგ, ვისაც ძეგლი დაუდგეს.ო’ნილი “ლეიკერსის” შემადგენლობაში 1996 – 2004 წლებში თამაშობდა. ის სამჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=5h8cE8gYXao&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები