ლონდონში სექს-მარათონი მოეწყობა

ლონდონში სექს-ფესტივალი უახლოეს მომავალში გაიმართება. ის საიდუმლო ადგილას ჩატარდება, ამიტომ ბრიტანული მედია ცდილობს გაარკვიოს, თუ სად არის ფესტივალის კონკრეტული ლოკაცია.
ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებს შეუძლიათ განმარტოვდნენ განცალკევებულ ოთახებში წყვილებად, ან მოაწყონ ორგია, რაც მათ სურვილებზეა დამოკიდებული. განსაკუთრებული წესები არ არსებობს – ნებისმიერს შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს.
საიდუმლო სექს-მარათონი მომავალ თვეში გაიმართება, თუმცა ამ დრომდე მონაწილეებმა ზუსტი მისამართი და თარიღი არ იციან. ელექტრონული წერილების მეშვეობით ისინი ინფორმაციას 24 საათით ადრე გაიგებენ.
ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ სტუმრების 70% ქალბატონები იქნებიან, რომელთა ასაკიც 20-დან 25 წლამდეა.

კომენტარები

სხვა სიახლეები