ლიონელ მესის ძმა პოლიციამ დააკავა –  მატიასს მანქანაში დამალული იარაღი უპოვეს (ფოტოკოლაჟი)

სამართალდამცავებმა არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის უფროსი ძმა მატიასი დააკავეს. პოლიციამ ის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით აიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, იარაღი მატიას მესის მანქანაში ჩხრეკის დროს აღმოუჩინეს. პოლიციელების მოთხოვნაზე – წარედგინა საბუთები, მან  უარი განაცხადა.  სამართალდამცავებმა ფეხბურთელის ძმის ავტომანქანა გაჩხრიკეს, რა დროსაც მატიასმა მათთვის ხელის შეშლა სცადა. მოგვიანებით ის  როსარიოს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი გამოუშვეს.

1 2 2-2 3 4 5 7 8 Barcelona's Lionel Messi is escorted by police officers as he arrives at Manchester Airport in Manchester, northern England 10 11 12 13 14 MTAVAR

კომენტარები

სხვა სიახლეები