ლიმნის დესერტი

ინგრედიენტები: ლიმონი – 300 გრ, კვერცხი – 3 ცალი, შაქარი – 150 გრ, ნაღები – 250 მლ, ჟელატინი.

მომზადების წესი: ჟელატინი ანადუღარ წყალში დავალბოთ და 1 საათით დავტოვოთ. შემდეგ ჟელატინი ცეცხლზე დავდგათ, ოღონდ აღუღებამდე არ მივიყვანოთ. ლიმნისგან წვენი გამოვწუროთ. ნაღები შაქართან ერთად ავთქვიფოთ. კვერცხის გული და ცილა გავაცალკეოთ. ცალ-ცალკე თასში გული შაქართან ერთად და ცილა შაქართან ერთად ავთქვიფოთ. ცილის მასას ჟელატინი, ლიმნის წვენი და კვერცხის გულის მასა დავუმატოთ. ბოლოს ჭიქაში ჩავასხათ და მაცივარში 3-4 საათით მოვათავსოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები