ლეკვს ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს

ლეკვი ლიოშკა, რომელსაც კრასნოიარსკში სხვა ძაღლებთან ერთად, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს, თავს კარგად გრძნობს. ის კარგად ჭამს, თამაშობს და ადამიანების არ ეშინია. ამის შესახებ რუსეთში მოქმედი ცხოველების დახმარების ჯგუფ „ჰატიკოს“ ადმინისტრატორმა განაცხადა.
როგორც ირკვევა, რუსულ სოციალურ ქსელებში და მედიაში გაჩნდა პუბლიკაციები სასტიკ მოზარდებზე, რომლებმაც კრასნოიარსკში, ვილსკის ქუჩაზე მდებარე ატოფარეხში ლეკვები ცოცხლად დაწვეს. შემთხვევის შემდეგ მხოლოდ ერთი გადარჩა, რომელიც ახლა ვეტკლინიკაში იმყოფება და მას „ლიოშკა“ დაარქვეს. სამართალდამცველები მომხდარ სისასტიკესთან დაკავშირებით მოკვლევას ატარებენ. სულ რამდენმა მოზარდმა ჩაიდინა ეს დანაშაული და რამდენი ცხოველი იმსხვერპლეს მათ, სამართალდამცველები ამას არ აკონკრეტებენ.
ვეტკლინიკის თანამშრომლების განცხადებით, ლეკვის მდგომარეობა საგანგაშო არ არის, ის აქტიურია, ადამიანები არ შეძულებია და მათ მოფერებას სთხოვს. ახლა მისთვის სახლს და რაც მთავარია მზრუნველ პატრონს ეძებენ. მოხალისეები კი მისი რეაბილიტაციისა და მკურნალობისთვის ფულს აგროვებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები