“ლგბტ მესიჯი “ჩემი ცოლის დაქალებიდან”

სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” ქართული რეალობის ერთერთი გამხოვანებლია. სერიალის პერსონაჟებში ბევრი საკუთარ თავს, ან თუნდაც ნაცნობს ხედავს. სერიალის შემქმნელები კი ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებრივ რეალობას ზუსტად და დროულად აქსოვენ სერიებში.
16 მაისის სერიამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან სერია ისე დასრულდა, რომ არავინ არ იცის დარჩებიან თუ არა გიო და ანუკი ერთად. მაგრამ ამ ლამაზი წყვილის გარდა, ერთ მნიშვნელოვან ნიუანსსაც შეამჩნევდა მაყურებელი.
სერიალში, საპრეზიდენტო კანდიდატი, ცოტნე ცოტაშვილი თავის გუნდის წევრებთან ერთად დებატების თემას განიხილავს. თუმცა ფიქრებში გართული თავისთვის “ერთობა” …
შეგახსენებთ, 17 მაისს მთელი მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნა, 1990 წლის 17 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღებას უკავშირდება.
ტერმინი “ჰომოფობია” განიმარტება, როგორც “წინასწარგანწყობაზე დაფუძნებული ირაციონალური შიში და სიძულვილი ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, რომელიც მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმის”, ხოლო ტრანსფობია კი “ტრანსგენდერული იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ ზიზღი და ჩაგვრა სხვადასხვა გზით”.
ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანს წარმოადგენს ძალადობის დაგმობა და სოლიდარობის გამოხატვა ლგბტ ადამიანების მიმართ.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები