„ლაქი“- ძაღლი, რომელიც მაშველებმა გადაარჩინეს

ადამიანის სისასტიკეს მართლაც რომ საზღვარი არა აქვს. ეს ძაღლი ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის, Animal Rescue & Care-ის წარმომადგენლებმა იპოვეს. მას ცხვირზე იზოლაციური ლენტი ჰქონდა დახვეული. ასეთ მდგომარეობაში ცხოველმა რამდენიმე დღე გაატარა.
როდესაც მაშველებმა იზოლენტის მოხსნა სცადეს, მათ აღმოაჩინეს, რომ ის ღრმად არის შეჭრილი კანში. ამის გამო საიზოლაციო ლენტთან ერთად ვეტერინარებმა ძაღლს ხორცი ძვლამდე მოაჭრეს. თუმცა მისი გადარჩენა მოხერხდა.
„ლაქის“, რაც ინგლისურად „იღბლიანს“ ნიშნავს, ნაიარევი ახლაც აქვს. თუმცა ძაღლს უკვე ადამინების ადრინდელივით აღარ ეშინია და მათ მოფერების უფლებასაც აძლევს.

კომენტარები

სხვა სიახლეები