ლალი მოროშკინა – „მე კი გავხდი ბებია, მაგრამ ბაბუები ნუ გამომეხმაურებიან“

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა  ბებია გახდა, მის უფროს ვაჟს, სანდრო ჩაგანავას ვაჟი შეეძინა. „მიუზიკ ბოქსი“ ლალი მოროშკინას დაუკავშირდა.
– ქალბატონო ლალი, გილოცავთ შვილიშვილის შეძენას, რა დაარქვით პატარას?
– დიდი მადლობა, პატარა  3700 გრამი, გოლიათი ბიჭი დაიბადა, შავი თმებით, რომელსაც მშობლებმა ანდრე დაარქვეს. ვამბობ, შვილიშვილი კი არ გამიჩნდა, ბიჭის ბიჭი მყავსთქო. სანდრო თავად დაესწრო მშობიარობას, რომელიც 12 საათი გაგრძელდა, მე და ჩემი რძლის მშობლები ერთად ვისხედით კლინიკაში და ბავშვები ძალიან გვეცოდებოდნენ. ჩემმა შვილმა ვაჟკაცურად გაუძლო ყველაფერს და როცა გამოვიდა სამშობიარო ბლოკიდან, თქვა ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა განმეცადაო.
პატარაც და დედაც კარგად გრძნობენ თავს. მე კი გავხდი ბებია, მაგრამ ბაბუები ნუ გამომეხმაურებიან.

წყარო:http://musicbox.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები