კრიშტიანუ რონალდუს პირობითი მიუსაჯეს

მადრიდის სასამართლომ კრიშტიანუ რონალდუს განაჩენი გამოუტანა. მას გადასახადების გადაუხდელობის გამო, 23 თვით პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.
ამასთან, რონალდუმ 19 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა უნდა გადაიხადოს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ წლების განმავლობაში რონალდუ გადასახადებს არ იხდიდა და რეალურ შემოსავალს მალავდა. რონალდუმ ცოტა ხნის წინ დანაშაული აღიარა კიდეც.
მას სასამართლო 2011 წლიდან 2014 წლამდე, დაახლოებით, 14,7 მილიონი ევროს შემოსავლის დამალვას ედავებოდა, თუმცა მისმა იურისტებმა ამ თანხის 5,7 მილიონ ევრომდე შემცირება შეძლეს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები