“კოსმიური სილამაზე” 6 მილიონ დოლარად (ფოტოკოლაჟი)

საკუთარი სახლიდან მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ხედების დანახვა, არც მეტი-არც ნაკლები, 6 მილიონი დოლარი დაგიჯდებათ. სახლი, რომელიც ფორმით კოსმოსურ სადგურს ჰგავს, მისმა მფლობელებმა გასაყიდად გამოიტანეს.
ავსტრალიის უნიკალურ ადგილზე მდებარე ფეშენებეური ბინა, საოცარი ხედების გარდა, მიმზიდველია მისი ფართო აივნებითა და მათში ჩამონტაჟებული აუზებით. სახლს აქვს საკუთარი ავტოფარეხიც, თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ გრანდიოზულ ბინაში მხოლოდ 2 საძინებელია განთავსებული.
სახლი არქიტექტორ ჩარლზ რაიტის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, 18 თვის წინ აშენდა. მისი მფლობელები ახალ ბინაში თებერვალში გადავიდნენ, თუმცა მეუღლეთაგან ერთ-ერთის მოულოდნელად გარდაცვალების შემდეგ, მფლობელმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა.
ამჯერად უკვე ცარიელი ბინა, მის ახალ მეპატრონეებს ელის. როგორც ავსტრალიელი არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები აცხადებენ, ეს არის უნიკალური დიზაინის სახლი, რომელიც ამავდროულად ავტრალიის საუკეთესო ხედსაც გადაჰყურებს.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15

კომენტარები

სხვა სიახლეები