კორეელი ქალის ენა კალმარმა „დააორსულა“

ერთ-ერთი დასავლური სამედიცინო ჟურნალის ცნობით, 63 წლის ქალის ენა „დაორსულდა“ მას შემდეგ, რაც უმი კალმარის სპერმა მას პირში მოხვდა. სამხრეთ კორეის მკვიდრს, ძლიერი ტკივილები დაეწყო პირის ღრუში მას მერე, რაც კალმარმა მისი პირის ქსოვილებში სპერმის გაფრქვევა მოახერხა. ქალბატონმა მედიკოსებს მიმართა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ მის ენასა და ღრძილებში 12 პატარა, თეთრი უცხო სხეულია შეზრდილი. გამოკვლევის ჩატარების შემდეგ კი, ეს კალმარის სპერმატოზოიდები აღმოჩნდა.
უცხო სხეულების იდენტიფიცირება მალევე მოხდა და ამ უცნაური შემთხვევის შესახებ, „პარაზიტოლოგიის ჟურნალში“ დაიბეჭდა. როგორც აღმოჩნდა, ქალმა კალმარს, ჭამის წინ, არ მოაშორა მას შინაგანი ორგანოები, ხოლო ღეჭვის პროცესში, სპერმატოზოიდებმა მოასწრეს მის პირის ღრუში დამაგრება.
მკვლევარებმა დაწერეს, რომ როგორც კი მან კალმარის ნაწილი პირში ჩაიდო, მაშინვე იგრძნო, თითქოს ფუტკრებმა ენაზე დაკბინეს. ქალბატონს ძლიერი ტკივილი დაეუფლა და მაშინვე გადმოაფურთხა, რასაც ღეჭავდა, თუმცა ამის მიუხედავად, მან იგრძნო, რომ პირის ღრუში ბევრი თეთრი უცხო სხეული მოძრაობდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები